ნეაპოლში, სტადიონ “სან პაოლოს” მიმდებარე ტერიტორიაზე გონსალო იგუაინის ფოტოები იყიდება, თუმცა საპირფარეშოს ქაღალდზე გამოსახული. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კვირას, “ნაპოლი” “იუვენტუსს” მასპინძლობს და “აძურის” გულშემატკივრები განსაკუთრებით ემზადებიან არგენტინელი თავდამსხმელის დასახვედრად, რომელიც მათ საყვარელ გუნდში 2013-2016 წლებში თამაშობდა.
იგუაინი “ნაპოლიდან” “იუვენტუსში” 2016 წლის ზაფხულში გადავიდა 94 მილიონი ევროს სანაცვლოდ.