საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის 24-ე ტურის მესამე შეხვედრა ბათუმში ჩატარდა, სადაც სუპერლიგის დებიუტანტი ,,კაკტუსი’’ სტუმრობდა.
სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მყოფი ,,ბათუმისა’’ და ,,კაკტუსისათვის’’ ამ მატჩის შედეგს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც პირველი ტაიმის შემდეგ რვა ქულით 46:38 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კაკტუსმა’’ შეძლო პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება, 92:85 შეძლო მეტოქის დამარცხება და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე კარგი შედეგი მასპინძელთა უკრაინელმა ლეგიონერმა იგორ კრივცოვმა აჩვენა, რომელმაც 26 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
სტუმართა გუნდის გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ტერიკ ბრიჯმანმა(24ქ. 13მ.), ჯონ ფლოვიესმა (17ქ. 15მ.) და ბექა ჩიკვილაძემ (23ქ. 6მ. 9პ.) შეიტანეს.
ამ გამარჯვების შემდეგ ,,კაკტუსმა’’ 34 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ახლა იგი უახლოეს მდევარ ,,სოხუმს’’ ერთი ქულით უსწრებს. რაც შეეხება ,,ბათუმს’’ მას 32 ქულა აქვს და 7-8 ადგილებზე მყოფ ,,ოლიმპსა’’ და ,,მგზავრებს’’ ერთი ქულითღა უსწრებს.
,,ბათუმი’’- ,,კაკტუსი’’ 85: 92 (19:24, 19: 22, 28: 26, 19: 20)