ფეხბურთი

17:54 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესიც” ადასტურებს: ყაზაიშვილი არნემში დაბრუნდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი დამდეგ ზაფხულში გუნდს კიდევ ერთხელ შეიცვლის და ამჯერად “ლეგიადან” “ვიტესში” დაბრუნდება. აღნიშნული ინფორმაცია Worldsport.ge-მ მკითხველს რამდენიმე დღის წინაც მიაწოდა, მაგრამ ჰოლანდიურ გამოცემა Omroep Gelderland-ს თუ დავუჯერებთ, ახლა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და ზემოხსენებულ ინფორმაციას “ვიტესის” ხელმძღვანელობაც ადასტურებს.

ვაკო ყაზაიშვილი “ლეგიაში” გასული წლის აგვისტოში გადავიდა ერთწლიანი იჯარით, მაგრამ ვარშავურ გუნდში თავი ვერაფრით დაიმკვიდრა. პოლონეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის რიგებში ქართველმა დღემდე მხოლოდ 14 შეხვედრა ჩაატარა და გოლი არ გაუტანია (2 საგოლე გადაცემა).

რაც შეეხება “ვიტესს”, ჰოლანდიელებთან ყაზაიშვილს კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით, 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.118061