დიდი სლემის სერიის ტურნირების 18-გზის ჩემპიონ როჯერ ფედერერს 2017 წელს 17 მოგება და 1 მარცხი აქვს, რაც მისთვის 2006 წლის შემდეგ სეზონის საუკეთესო დასაწყისია.
წლეულს როჯერმა ავსტრალიის ღია პირველობა და ინდიან უელსის მასტერსი მოიგო. ის ერთი მატჩი კი დუბაის ტურნირზე ევგენი დონსკოისთან წააგო.
მიმდინარე წელთან შედარებით, როჯერმა კარიერაში სულ სამი სეზონი დაიწყო უკეთ: 2004 წელს 23 მოგება, 1 მარცხი; 2005-ში - 35 მოგება და 1 წაგება, 2006 წელს - 33 გამარჯვება და 1 მარცხი.