დღეს გამართულ ფიფას ბიუროს საბჭოზე, აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტი 6 კონფერენციის ხელმძღვანელებს ციურიხში შეხვდა და 2026 წლის მუნდიალის საკითხი განიხილეს.
როგორც იცით, 2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 32-დან 48-მდე იზრდება. შესაბამისად, კონფერედერაციებს ადგილი ემატებათ და საუბარიც სწორედ ამაზე იყო. მხარეები შეთანხმდნენ და ამის რატიფიცირება 9 მაისს მანამაში (ბაჰრეინი) იგეგმება.
2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებენ:
ევროპიდან: 16 გუნდი
აფრიკიდან: 9 გუნდი
აზიიდან: 8 გუნდი
ჩრდილოეთ ამერიკიდან: 6 გუნდი
სამხრეთ ამერიკიდან: 6 გუნდი
ოკეანეთიდან: 1 გუნდი
მასპინძელი ქვეყანა ავტომატურად მოიპოვებს მუნდიალის საგზურს, თუმცა ის საგზურს საკუთარი კონფედერაციის კვოტადან მიიღებს. დარჩენილი ორი საგზურის მფლობელის ვინაობა კი, ფლეი-ოფის საშუალებით გახდება ცნობილი.