ჩინეთში მიმდინარე მოჭადრაკე ვაჟთა დიდ საერთაშორისო ტურნირზე მეშვიდე ტურის პარტიები გათამაშდა. გამორჩეულ ინტერესს შესაბამისად პირველ-მეორე ადგილებზე მყოფი დინგ ლირენისა (ჩინეთი) და ანიშ გირის (ჰოლანდია) შეხვედრა იწვევდა. პარტია ყაიმით დასრულდა და დინგ ლირენმა ლიდერობა შეინარჩუნა.
გთავაზობთ მეშვიდე ტურის შეხვედრათა ტექნიკურ შედეგებს:
დინგ ლირენი - ანიშ გირი 0,5:0,5
იუი იანგი- პიოტრ სვიდლერი 0,5:0,5
პენტალა ჰარიკრიშნა- მაიკლ ადამსი 1:0
სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ:
1.დინგ ლირენი 4,5 ქულა
2.გირი-4,0
3-4. ჰარიკრიშნა, სვიდლერი - 3,5 -3,5
5.იუი იანგი 3,0
6.ადამსი 2,5
მერვე ტურის შეხვედრათა განრიგი:
გირი-ჰარიკრიშნა
ადამსი- იუი იანგი
სვიდლერი-დინგ ლირენი