კალათბურთი

21:56 | 30.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,ჰიუნდაი’’ დაწინაურდა

საქართველოს 20-წლამდე ვაჟ კალათბურთელთა შორის, ქვეყნის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩების სერია ,,ჰიუნდაისა’’ და ,,რუსთავის წყვილმა გახსნა. თამაში დღეს ჩატარდა, რომელსაც ,,რუსთავმა’’ უმასპინძლა.

რაღა თქმა უნდა, ფავორიტად საქართველოს 20-წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ნაკრების საბაზო გუნდი ,,ჰიუნდაი’’ ითვლება. იგი არამარტო ამ წყვილის, არამედ ჩემპიონატის ფავორიტიცაა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირველი ადგილი ვინმეს დაუთმოს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა სტუმართა უპირატესობ ით დაიწყო, რომლებმაც პირველი ტაიმი თორმეტი ქულის სხვაობით 45:33 მოიგეს. მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ შეძლეს და მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირებით დაკმაყოფილდნენ. 78:69 გაიმარჯვა ,,ჰიუნდაიმ და სერიაში 1:0 დაწინაურდა.

ამ გუნდების მეორე შეხვედრა ხუთ აპრილს გაიმართება. ამჯერად მასპინძელი ,,ჰიუნდაი’’ იქნება. თუ ორმა შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა მაშინ მესამე, გადამწყვეტ შეხვედრასაც ,,ჰიუნდაი’’ უმასპინძლებს, რომელიც, როგორც რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული მოედნის უპირატესობით სარგებლობს.

,,რუსთავი’’-,,ჰიუნდაი’’ 69:78 (17:24, 16: 21, 18: 13, 18 : 20)

0.117199