“სევილიას” სანაკრებო პაუზის შემდგომ, ძირითადი შემადგენლობის ორი მცველი ადილ რამი და გაბრიელ მერკადო ტრავმირებულნი დაუბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას ანდალუსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ორივე მოთამაშის დაზიანება სერიოზულია და მინიმუმ სამი კვირა მოუწევთ უქმობა.
რამის და მერკადოს გარდა, დაზიანება აღენიშნება სტევან იოვეტიჩსაც, თუმცა მისი ტრავმა სერიოზული არაა და დიდი ალბათობით, უახლოეს მატჩშიც ითამაშებს.