ფეხბურთი

21:30 | 30.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დეფოს საფიქრალი

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ჯერმეინ დეფომ შესაძლოა "სანდერლენდი" დატოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

როგორც აღნიშნული გამოცემა იუწყება, ხელშეკრულებაში ერთი პუნქტია, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელს უფლება აქვს გუნდი დატოვოს იმ შემთხვევაში თუ მისი გუნდი პრემიერლიგიდან გავარდება. თუ დეფო "სანდერლენდში" დარჩენას გადაწყვეტს, მაშინ ამჟამინდელი ხელფასი, კვირაში 80 ათასი გირვანქა სტერლინგი, საგრძნობლად შეუმცირდება.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ჯერმეინს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში თამაში სურს და შესაბამისად ნაკრებში მოსახვედრად პრემიერლიგაში ასპარეზობა უნდა. "შავი კატები" ჩემპიონატში ბოლო ადგილზე არიან. "ვესტ ჰემმა" 34 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ "სანდერლენდს" 6 მილიონი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. აქედან გამომდინარე დეფოს სეზონის ბოლოს ბევრი საფიქრალი ექნება.

თავდამსხმელი გარეტ საუთგეიტმა "სამი ლომის" რიგებში სამწლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა და ლიტვასთან მოგებულ (2:0) საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. საკლუბო დონეზე კი მიმდინარე სეზონში ჯერმეინმა 31 მატჩში თავი 14-ჯერ გამოიჩინა.

0.114534