ფეხბურთი

18:47 | 30.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები, მედლის ორი მხარე: სხვა სტატისტიკა და სხვა შედეგი

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ხუთი ტურის შემდგომ ორი ქულა აქვს, რაც რაღა თქმა უნდა, კარგი შედეგი არაა, თუმცა, უმრავლესობა თანმხდება, რომ “ჯვაროსნების” თამაშის ხარისხი ბევრად გაუმჯობესებულია.

სხვათა შორის, ამაზე ის სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს, რომელიც ვლადიმირ ვაისის გუნდს ავსტრიასთან, ირლანდიასთან, უელსთან, მოლდოვასთან და სერბეთთან მატჩებში ჰქონდა.

მოკლედ, განვლილი ხუთ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჯამში მეტოქის კარისკენ 62-ჯერ დაარტყა, აქედან კარის ჩარჩოში ბურთი 17-გზის მოხვდა და ოთხი გოლი გავიდა. სამჯერ ბურთი ხარიხამ აისხლიტა (ორჯერ უელსთან და ერთხელ ირლანდიასთან), ხოლო ორჯერ ძელმა (ერთხელ ავსტრიასთან, ერთხელაც ირლანდიასთან) – 22 დარტყმა კი, მეტოქე გუნდის მხრიდან დაბლოკილ იქნა. რაც შეეხება დანარჩენს, იგი კარის ჩარჩოს ასცდა.

გარდა ამისა, რაც ფრიად სასიამოვნო სანახავია: საქართველოს ნაკრებმა განვლილი ხუთი მატჩიდან ოთხი ბურთის ფლობის უპირატესობით დაასრულა – ავსტრიასთან 51%, ირლანდიასთან – 56%, მოლდოვასთან 58%, სერბეთთან 51 %. რაც შეეხება უელსს, “დრაკონებთან” 50% ვფლობდით ბურთს. ანუ, გამოდის, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები მეტოქეზე ნაკლებად ბურთს არ აკონტროლებდა. ოთხი საერთოდ დავჩაგრეთ და მხოლოდ უელსთან გვქონდა თანაბარი მაჩვენებელი.

კიდევ ერთი გამოსარჩევი დეტალი – განვლილ მატჩებში ვლადიმირ ვაისის გუნდმა არც მეტი, არც ნაკლები, 2080 პასი გააკეთა და აქედან 1768 ზუსტი აღმოჩნდა! ასეთ რამეს კი, ბოლო დროს საქართველოს ნაკრებისგან მიჩვეულნი ნამდვილად არ ვიყავით.

ჩვენს წინააღმდეგ მეტოქეები 72-ჯერ დაჯარიმდნენ, ხოლო ჩვენმა ფეხბურთელებმა თამაშის წესები 77-ჯერ დაარღვიეს. მოვაწოდეთ 16 კუთხური, ყვითელი ბარათი 11-ჯერ მივიღეთ, ხოლო 12-ჯერ თამაშგარეში მოხვდნენ ჩვენი შემტევები, დაცვით ფაზაში ქართველმა მოთამაშეებმა ბურთი 166-ჯერ მოიპოვეს და არც ესაა სხვათა შორის დაბალი მაჩვენებელი.

მოკლედ, სტატისტიკა ცუდი არაა და თამაშის ხარისხის შემხედვარე უკმარისობის გრძნობა ალბათ ყველას დაეუფლა. თუმცა, ცალსახაა, მთავარი შედეგია, რომელიც საუბედუროდ არ ჩანს. და მაინც, ვაისის თქმის არ იყოს, ნაკრების ბირთვი ხომ ახალგაზრდა, 23-24 წლის ბიჭებისგან შედგება და იქნებ, ჩვენთვისაც დადგეს გაზაფხული...

აქვე გთავაზობთ მიმდინარე შესარჩევი ციკლის ხუთი მატჩის სრულ სტატისტიკურ მონაცემებს:

ავსტრიის ნაკრებთან

კარისკენ დარტყმა: 17

კარში დარტყმა: 3

დაბლოკილი დარტყმა: 6

ბურთის ფლობა: 51%

კუთხური: 5

თამაშგარე: 4

გაფრთხილება: 1

ჩვენს წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 18

ჩვენ დავჯარიმდით: 13

პასი: 340

ზუსტი პასი: 279 (82%)

ძელი (ხარიხა): 1

მოპოვებული ბურთი: 37

ირლანდიის ნაკრებთან

კარისკენ დარტყმა: 11

კარში დარტყმა: 3

დაბლოკილი დარტყმა: 5

ბურთის ფლობა: 56%

კუთხური: 5

თამაშგარე: 0

გაფრთხილება: 1

ჩვენს წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 11

ჩვენ დავჯარიმდით: 11

პასი: 478

ზუსტი პასი: 423 (88%)

ძელი (ხარიხა): 2

მოპოვებული ბურთი: 29

უელსის ნაკრებთან

კარისკენ დარტყმა: 17

კარში დარტყმა: 4

დაბლოკილი დარტყმა: 5

ბურთის ფლობა: 50%

კუთხური: 1

თამაშგარე: 0

გაფრთხილება: 4

ჩვენს წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 8

ჩვენ დავჯარიმდით: 13

პასი: 399

ზუსტი პასი: 343 (85%)

ძელი (ხარიხა): 2

მოპოვებული ბურთი: 42

მოლდოვის ნაკრებთან

კარისკენ დარტყმა: 6

კარში დარტყმა: 2

დაბლოკილი დარტყმა: 3

ბურთის ფლობა: 58%

კუთხური: 3

თამაშგარე: 1

გაფრთხილება: 3

ჩვენს წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 20

ჩვენ დავჯარიმდით: 24

პასი: 423

ზუსტი პასი: 360 (85%)

ძელი (ხარიხა): 0

მოპოვებული ბურთი: 30

სერბეთის ნაკრებთან

კარისკენ დარტყმა: 11

კარში დარტყმა: 5

დაბლოკილი დარტყმა: 3

ბურთის ფლობა: 51%

კუთხური: 2

თამაშგარე: 3

გაფრთხილება: 2

ჩვენს წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 15

ჩვენ დავჯარიმდით: 16

პასი: 440

ზუსტი პასი: 363 (82%)

ძელი (ხარიხა): 0

მოპოვებული ბურთი: 28

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114935