ფეხბურთი

21:34 | 29.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

არდა თურანი “იუვენტუსთან” გამოირიცხა

კატალონიის “ბარსელონას” შუახაზელი არდა თურანი ტრავმირებულია. 30 წლის თურქმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის დაზიანება ამხანაგურ მატჩში მოლდოვასთან დაპირისპირების დროს მიიღო.

“ბარსელონამ” თავის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა, რომ თურანი დაახლოებით სამი კვირა იუქმებს და ჩემპიონთა ლიგის მატჩი “იუვენტუსთან” გაუცდება.

შეგახსენებთ, რომ არდა კატალონიაში 2015-2016 წლების სეზონში გადავიდა და 59 ჩატარებულ მატჩში – 16 გოლი დაუგროვდა.

0.115062