დავით ხოჭოლავა კიდევ ერთხელ მოხვდა უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში. ამჯერად არა ტურის, არამედ - თვის თერთმეტეულში. ოდესის "ჩერნომორეცის" მცველისთვის წლევანდელი მარტის თვე სხვა მხრივაც გამორჩეული იყო: პირველად ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში: საქართველო-ლატვია 5:0.
სიმბოლური ნაკრები Football.ua-მ შეადგინა. ხოჭოლავას გარდა, "ჩერნომორეციდან" სხვა არავინ მოხვედრილა აღნიშნულ სიმბოლურში. 24 მატჩი, 2 გოლი - ასეთია ხოჭოლავას შედეგიანობა მიმდინარე სეზონში. ორიდან ერთი გოლი მარტში გაიტანა, კიევის "დინამოსთან" გასვლაზე 1:2 წაგებულ შეხვედრაში.