ფეხბურთი

16:50 | 29.03.2017 | ნანახია 1770 - ჯერ

მარკო პიაცას დაზიანება მძიმე აღმოჩნდა

მარკო პიაცა ტრავმირებულია. ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და “იუვენტუსის” 21 წლის თავდამსხმელმა მუხლის დაზიანება ესტონეთთან წაგებულ ამხანაგურ მატჩში (0:3) მიიღო. ხორვატი არაბუნებრივად დავარდა გაზონზე, რომლის შემდგომ მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა.

ტრავმა უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მას მედიკოსები მოელოდნენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რა დრო გაუცდება ახალგაზრდა ფეხბურთელს.

შეგახსენებთ, რომ მარკო “ბებერი ქალბატონის” რიგებში 2016-2017 წლების სეზონში “დინამო ზაგრებიდან” გადავიდა და დღემდე 23 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:07 | 30.03.2017
dato_milan (817)

Juventino Per Sempre

რა შუაშია იუვეს და მილანის დღევანდელი მდგომარეობა? სხვა რამეზეა აქ ლაპარაკი. ერთი მხრივ გთავაზობ ერთი გრანდი იუვე რომელი თამაშობს ისეთი სქემით რომელშიც პიაცა საერთოდ არ ჯდება, პლიუს ამას მის პოზიციაზე არიან მაღალი დონის ხალხი და ძირითადში მოხვედრა სასწაულად გაუჭირდება და მეორე მხრივ გთავაზობს მეორე გრანდი, კრიზისში მყოფი მაგრამ გრანდი მილანი, გაძლევს სასტარტოს გარანტიას, ახალგაზრდა პერსპექტიულ ბიჭს, რომლისთვისაც რომ განვითარდეს პრაქტიკა არის მთავარი, გაქვს შანსი გახდე მილანის ლიდერი, გირჩევას შენივე კუმირი ბობანი მილანს და მაინც იუვეში მიდის ლიგის სათამაშოდ როცა თითონ ამ ლიგაზეც ზამენაა. არის თუ არა დებილი? არის. იქნება მომავალი ელჯერო ელია რომ ყავდა იუვეს და დღეს აღარავის ახსოვს.
იუვეზე კი არაა პრობლემა ახალგაზრდა ბიჭი არ უნდა გადავიდეს ისეთ გუნდში სადაც სათამაშო პრაქტიკა მინიმალური ექნება, აგერ გადახედე ხამესს, ისკოს რა იმედები იყო მათზე და კაი ზამენები არიან დღეს

11:02 | 30.03.2017

18:33 | 29.03.2017
giga.milano (31)

ასეთი ფეხბურთელების არ მესმის რა, მილანში გადასვლას იუვეში გადასვლა ამჯობინა, კი ზის სკამზე ახლა. იმის გამო რო ლიგაზე თამაშობს გუნდი მთელი კარიერა როგორ უნდა შეწირო. ესეც გაფუჭდება როგორც სვები გაფუჭდნენ თავისივე უჭკუობის გამო

23:21 | 29.03.2017
Juventino Per Sempre (170)

გადახედე აბა დღევანდელ მდგომარეობას და 1 ის მითხარი დღეს მილანი რითია იუვეზე უკეთესი და რატო უნდა აერჩია მილანი პიაცას რატო მაკვირვებთ ბიჭო რა გინდათ საიდან მოდიხარტ

17:06 | 29.03.2017
Chat shit get banged (1127)

ესეც მიდრეკილია ტრავმებისკენ როგორც ჩანს. იუვემ უნდა გაანათხოვროს სადმე უეჭველი. პრაქტიკა ჭირდება და იუვენტუსში ფორმის ადგენის დროს ვერ მისცემენ ყოველი ტრავმის მერე

0.063963