ფეხბურთი

20:30 | 28.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლატვია უმწვრთელოდ დარჩა? - მარიანს პაჰარსმა საქართველოსთან მარცხის შემდეგ წასვლა დაანონსა

ლატვიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარიანს პაჰარსმა საქართველოსთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ისაუბრა. მას თამაშის შეფასება გაუჭირდა და აღნიშნა, რომ ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი.

„ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, რომელმაც ყველანაირად გვაჯობა. ძალიან მიჭირს ამ თამაშის შეფასება, რადგან საშინლად ვითამაშეთ, თავდადების, ბრძოლისა და მოტივაციის გარეშე. ამის ახსნა მიჭირს, მითუფრო, რომ შვეიცარიასთან ძალიან კარგად ვითამაშეთ. ახლა კი, დიდი ალბათობით ლატვიის ფეხბურთის ფედერაციას ახალი მწვრთნელის ძებნა მოუწევს, რადგან მე არ ვაპირებ პოსტზე დარჩენას“, - თქვა პაჰარსმა.

0.114417