რამდენიმე წუთში საქართველოსა და ლატვიის ნაკრებთა ამხანაგური მატჩი დაიწყება. უკვე ცნობილია ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობა. ვლადიმირ ვაისმა სერბეთთან მატჩის შემდეგ რამდენიმე ცვლილება განახორციელა შემადგენლობაში.
დღეს, მოედანზე პირველივე წუთიდან იქნებიან ვლადიმიერ დვალიშვილი, გიორგი მაკარიძე, ჯაბა ჯიღაური, უჩა ლობჟანიძე და გიორგი ქვილითაია.
საქართველო (4-2-3-1): მაკარიძე; ლობჟანიძე, კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი; კვეკვესკირი, გვილია; ჯიღაური, ანანიძე, დვალიშვილი; ქვილითაია
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ლატვია (4-3-3): ვანინსი; მაქსიმენკო, ლაიზანსი, გორკსი, ი. იკაუნეკსი; ვისნაკოვსი, იაგოდინსკი, კარლსონსი; კლუსკინსი, დ. იკაუნეკსი, სოლოვისოვსი
მწვრთნელი: მარიანს პაჰარსი
მსაჯი: სურენ ბალიანი
მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "დინამო არენადან" საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.