ფეხბურთი

16:47 | 28.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო მწვრთნელებში ყველაზე მეტს გამოიმუშავებს

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი ჟოზე მოურინიო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. ავტორიტეტულმა გამოცემა France Football-მა შეისწავლა მწვრთნელთა შემოსავალი მიმდინარე სეზონში და აღმოჩნდა, რომ პორტუგალიელი ყველაზე მეტს გამოიმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ „განსაკუთრებული“ ორმაგს იღებს, ვიდრე მაგალითად „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი პეპ გვარდიოლა. სხვათა შორის, საუკეთესო ხუთეულში საინტერესო გვარსაც ამოიკითხავთ: მარჩელო ლიპი.

აქვე გეტყვით, რომ შემოსავალში ნაგულისხმევია არამარტო ხელფასები და პრემიები, არამედ სარეკლამო კონტრაქტებიც.

მიმდინარე სეზონში ყველაზე მაღალშემოსავლიან მწვრთნელთა ხუთეული კი ასეთია:

1. ჟოზე მოურინიო („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 28 მილიონი ევრო

2. მარჩელი ლიპი (ჩინეთის ნაკრები) – 23.5 მილიონი ევრო

3. ლორან ბლანი (უკლუბოდ) – 20 მილიონი ევრო

4. კარლო ანჩელოტი („ბაიერნი“) – 15.8 მილიონი ევრო

5. პეპ გვარდიოლა („მანჩესტერ სიტი“) – 14.5 მილიონი ევრო

0.115978