ფეხბურთი

16:19 | 28.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტომაშ როსიცკის მძიმე ისტორია: 19 წუთი სეზონში

ჩეხური ფეხბურთის ლეგენდას ტომაშ როსიცკის ტრავმები არ ასვენებს. 36 წლის ნახევარმცველისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. როგორც პრაღის „სპარტას“ ვებგვერდი გვამცნობს, ვეტერან ფეხბურთელს მყესის დაზიანება აწუხებს და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

პარადოქსია, მაგრამ როსიცკის, რომელიც სამშობლოში ზაფხულში დაბრუნდა, ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული და ისიც 19 წუთი, როცა სექტემბერში „მლადას“ წინააღმდეგ ითამაშა.

მას მერე, როსიცკის 6 თვე ლაზარეთში მოუწია ყოფნა და ვარჯიში 2 მარტს განაახლა, თუმცა ახლა კიდევ ერთხელ დაშავდა და არანაკლებ სერიოზულად.

0.120117