ესპანეთის ნაკრების შეკრებაზე ჟერარ პიკე დაშავდა. ესპანური გამოცემების ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ვარჯიშზე ტერფი დაიზიანა.
წინასწარი ინფორმაციით, ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა პიკეს მტკივან ფეხზე გამოკვლევის ჩატარება მაინც მოუწევს და ამის შემდგომ გახდება ცნობილი თუ რა დროით მოუწევს მას იძულებითი დასვენება.
ესპანეთის ეროვნული საფრანგეთთან მატჩისთვის ემზადება, რომელსაც დღეს ამხანაგურად გაეჯიბრება.