დუდა სანაძემ „პრიმორსკას“ მორიგ მატჩში ულიდერა, კოპერულმა გუნდმა კი ისევ იმარჯვა. „პრიმორსკა“ სლოვენიის ჩემპიონატის მეორე ეტაპში ვერ მოხვდა და ბრძოლას 7-12 დგილებისთვის, შესაბამისად, უმაღლეს ლიგაში დასარჩენად განაგრძობს.
პრიმორსკელებმა შინ “პოდჩეტრტეკს” 78:72 სძლიეს, ქართველმა კალათბურთელმა კი, რომელიც თამაშში მარქაფიდან ჩაერთო, 32:27 წუთში 17 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. სანაძემ 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
სანაძის გუნდს 11 მოგება და 1 მარცხი აქვს და საკვალიფიკაციო ტურნირში პირველ ადგილზეა. მორიგი მატჩი „პრიმორსკას“ 29 მარტს სტუმრად „სენტურთან“ ელის.
gbf.ge