რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთის ნაკრების ბოლო 10 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი. საქმე ეხება შესარჩევ ციკლში ჩატარებულ შეხვედრებს. "ბაიერნის" ვარსკვლავმა კვირას კიდევ გაიტანა, სტუმრად მონტენეგროსთან 2:1 მოგებულ თამაშში.
ეს სასწაული შედეგიანობაა. ლევანდოვსკიმ ორჯერ ჰეთ-თრიქი გაიფორმა (აქედან ერთხელ საქართველოსთან), სამჯერ დუბლი, ხოლო ხუთ შეხვედრაში თითო-თითო გოლი მიითვალა.