ჭიდაობა

11:07 | 27.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო და სამი ბრინჯაო უნგრეთის ხალიჩიდან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსანი ლევან არაბული უნგრეთის ქალაქ სომბათეიში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - პოლიაკ იმრეს მემორიალზე ჩემპიონი გახდა. ზურაბ დათუნაშვილმა (80 კგ), რობერტ კობლიაშვილმა (85 კგ) და ვასილ იმერლიშვილმა (130 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

არაბულმა ფინალის გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა. არგენტინელ დელ რიოს ერთ წუთში მოუმთავრა საქმე. მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონსა (2006, 2013) და ოლიმპიური თამაშების ფინალისტს (2012) - ესტონელ ჰეიკი ნაბის 2:0 სძლია, ხოლო უნგრელ ლაინს - 5:0. საჩემპიონო ბრძოლაში კი ფინელი ტომას ლაჰტი დაამარცხა 3:0.

დათუნაშვილმა რეპეშაჟის ფინალში ამერიელ იან სტეპენვიცს აჯობა. კობლიაშვილმა - პოლონელ ტადეუს მიხალიკს, იმერლიშვილმა კი იაპონელ არუტა სონადას.

ნიკოლოზ კელასოვს (80 კგ) პოდიუმამდე ერთი გამარჯვება დააკლდა - "ბრინჯაოს ფინალში" დამარცხდა და მე-5 ადგილს დასჯერდა.

სომბათჰეის საერთაშორისო ტურნირიზე 20 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა.

0.125922