საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიასთან ამხანაგური მატჩის მზადების დასკვნით ფაზაშია - როგორც სფფ-ის ვებგვერდი იტყობინება, აღნიშნულ შეხვედრაში „ჯვაროსნებს“ ძირითადი შემადგენლობის სამი წევრი, გიორგი ლორია, ჯაბა კანკავა და სოლომონ კვირკველია ვერ დაეხმარება.
როგორც წყაროს აქვს განმარტებული, ვლადიმირ ვაისი სპარინგში შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს და ზემოხსენებული სამი ფეხბურთელის გამოცდას იგი არ აპირებს. ვაისის განკარგულებაში ამჟამად 21 ფეხბურთელია და სწორედ ისინი დაუპირისპირდებინა ბალტიისპირელებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე მატჩისწინ დასკვნით ვარჯიშს გამართავს. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, იგი 28 მარტს, „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.