მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გრძელდება და გუშინ მეხუთე ტურის მატჩები დარჩენილ სამ ჯგუფში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სამივეგან გამოკვეთილია ლიდერი და ფავორიტი. აი, მეორე ადგილისთვის, რომელიც პლეი-ოფის საგზურს იძლევა, დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი.
C ჯგუფი
Cჯგუფს თავიდანვე გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა და ახლაც ასეა - გერმანიის ნაკრები შეიძლება ითქვას, რუსეთის მუნდიალმდე ვარჯიშობს. იოაჰიმ ლიოვის გუნდმა ამჯერად ბაქოში შეძლო თავისი სიმძლავრის დამტკიცება. არადა, აზერბაიჯანის ნაკრები 4 ტურში 7 ქულით იწონებდა თავს და მეორე ადგილზე გასვლის შანსი ჰქონდა (ახლაც აქვს). თუმცა, ფაქტია ჩვენი მეზობლებისთვის „ბუნდესნაკრები“ დაუძლეველი აღმოჩნდა. შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა ანდრე შურლემ, ტომას მიულერმა და მარიო გომესმა სამჯერ დაამწუხრეს მასპინძლები, ხოლო წერტილი ისევ შურლემ დასვა მეორე ტაიმში.
ამ ჯგუფში მეორე ადგილისთვის პრეტენზიას სამი გუნდი აცხადებს: აზერბაიჯანზე გითხარით და მასთან ერთად ჩეხეთი და ჩრდილოეთ ირლანდია. გუშინ ორივემ მოიგო - თუ ჩეხების წარმატება სან მარინოსთან ეჭვს არ იწვევდა, აი, ჩრდ. ირლანდიის გამარჯვება საკუთარ მოედანზე ნორვეგიასთან უდაოდ დასაფასებელია. სხვათა შორის, ეს მასპინძლებმა ძალზე ადვილად მოახერხეს. საერთოდ, ნორვეგიის ნაკრები ღრმა კრიზისშია და იმდენად უთავმოყვარეოდ თამაშობს, მხოლოდ სან მარინოს უსწრებს სატურნირო ცხრილში.
იქ, სადაც გერმანიაა ლიდერი, ხოლო მეორე პოზიციაზე ჩრდ. ირლანდიაა. მესამეზე ჩეხეთი და მეოთხეზე აზერბაიჯანი. ამ სამ გუნდს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა.
აზერბაიჯანი - გერმანია 1:4 (1:3) VIDEO
გოლები: 0:1 შურლე (19), 1:1 ნაზაროვი (31), 1:2 მიულერი (36), 1:3 გომესი (45), 1:4 შურლე (81)
სან მარინო - ჩეხეთი 0:6 (0:5) VIDEO
გოლები: 0:1 ბარაკი (17), 0:2 დარიდა (19), 0:3 ბარაკი (24), 0:4 გებრე სელასიე (26), 0:5 კრმენჩიკი (43), 0:6 დარიდა (77, პენ)
ჩრდ. ირლანდია - ნორვეგია 2:0 (2:0) VIDEO
გოლები: 1:0 უორდი (2), 2:0 ვაშინგტონი (33)
1. | გერმანია | 5 | 5 | 0 | 0 | 20:1 | 15 | |
2. | ჩრდ. ირლანდია | 5 | 3 | 1 | 1 | 10:2 | 10 | |
3. | ჩეხეთი | 5 | 2 | 2 | 1 | 8:4 | 8 | |
4. | აზერბაიჯანი | 5 | 2 | 1 | 2 | 3:8 | 7 | |
5. | ნორვეგია | 5 | 1 | 0 | 4 | 5:9 | 3 | |
6. | სან მარინო | 5 | 0 | 0 | 5 | 1:23 | 0 |
მომდევნო ტური - 10 ივნისი
აზერბაიჯანი - ჩრდ. ირლანდია
გერმანია - სან მარინო
ნორვეგია - ჩეხეთი
E ჯგუფი
E ჯგუფიდან უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლონეთის ნაკრები ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე. დღეს პოლონელებმა მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს პოდგორიცაში მონტენეგროსთან - 2:1. ყველაფერი ლუკაშ პიშჩეკის ლამაზმა გოლმა გადაწყვიტა მატჩის მიწურულს. არადა, მონტენეგროს რომ მოეგო, პოლონეთის ნაკრებს გაუთანაბრდებოდა ქულებით და მუნდიალზე გასვლაც ძალზე რეალური გახდებოდა მათთვის, მაგრამ ახლა მეორე პოზიციისთვის სერიოზული ჯაფის დადგმა მოუწევთ.
მონტენეგროს გარდა, მეორე ადგილისთვის პრეტენზიას სამი გუნდი სომხეთი, რუმინეთი და დანია აცხადებენ - სომხებმა შინ ყაზახეთს ბოლოში გატანილი ორი გოლით აჯობეს, ხოლო ბუქარესტში რუმინელები და დანიელები უგოლოდ გაიყარნენ.
მონტენეგროსა და დანიას 7-7, ხოლო რუმინეთსა და სომხეთს 6-6 ქულა აქვთ და აქედანაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი დაძაბული 5 ტური გველოდება ამ ჯგუფში.
სომხეთი - ყაზახეთი 2:0 (0:0) VIDEO
გოლები: 1:0 მხითარიანი (73), 2:0 ოზბილიზი (75)
მონტენეგრო - პოლონეთი 1:2 (0:1) VIDEO
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (40), 1:1 მუგოსა (63), 1:2 პიშჩეკი (82)
რუმინეთი - დანია 0:0 (0:0) VIDEO
1. | პოლონეთი | 5 | 4 | 1 | 0 | 12:6 | 13 | |
2. | მონტენეგრო | 5 | 2 | 1 | 2 | 10:6 | 7 | |
3. | დანია | 5 | 2 | 1 | 2 | 7:5 | 7 | |
4. | რუმინეთი | 5 | 1 | 3 | 1 | 6:4 | 6 | |
5. | სომხეთი | 5 | 2 | 0 | 3 | 6:10 | 6 | |
6. | ყაზახეთი | 5 | 0 | 2 | 3 | 3:13 | 2 |
მომდევნო ტური - 10 ივნისი
ყაზახეთი - დანია
მონტენეგრო - სომხეთი
პოლონეთი - რუმინეთი
F ჯგუფი
F ჯგუფში ინგლისის ნაკრების უპირატესობა პირველი წრის მერე გამოიკვეთა - ალბიონელებმა“ საკუთარ მოედანზე ლიტვის ნაკრები მიიღეს და უპრობლემოდ სძლიეს. გარეტ საუთგეიტის შეგირდთაგან პირველი გოლი ნაკრებში 4 წლიანი პაუზის მერე დაბრუნებლმა ჯერმეინ დეფომ გაიტანა, რომელიც ინგლისის ნაკრების ისტორიაში გახდა მეექვსე ყველაზე ასაკოვანი გოლის გამტანი. რაც შეეხება მეორე გოლს, იგი ჯეიმი ვარდის ანგარიშზეა.
ინგლისის ნაკრებს ამ ტურამდე კუდში მიჰყვებოდა სლოვენია, მაგრამ უკვე აღარ - სლოვენიელებმა გლაზგოში შოტლანდიასთან დრამატულად წააგეს 88-ე წუთზე გატანილი გოლით და აწი უფრო მეტად მეორე ადგილის დასაცავად მოუწევთ ბრძოლა. აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში სლოვენიის ნაკრებმა და კერძოდ, იან ობლაკმა პირველი გოლი გაუშვა. თავის მხრივ, სქოთებმა პლეი-ოფში მოხვედრის შანსი გაიჩინეს.
თუმცა, მეორე პოზიციაზე ამჟამად სლოვაკეთის ნაკრები დამკვიდრდა, რომელმაც მალტის ნაკრები მისსავე მოედანზე 3:1 დაამარცხა. მეორე წუთზე ამ შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის შვილმა, ვლადიმირ ვაისმა...
ინგლისი - ლიტვა 2:0 (1:0) VIDEO
გოლები: 1:0 დეფო (22), 2:0 ვარდი (66)
მალტა - სლოვაკეთი 1:3 (1:2) VIDEO
გოლები: 0:1 ვაისი (2), 1:1 ფარუჯა (14), 1:2 გრეგუში (41), 1:3 ნემეცი (84)
შოტლანდია - სლოვენია 1:0 (0:0) VIDEO
გოლი: 1:0 მარტინი (88)
1. | ინგლისი | 5 | 4 | 1 | 0 | 8:0 | 13 | |
2. | სლოვაკეთი | 5 | 3 | 0 | 2 | 10:3 | 9 | |
3. | სლოვენია | 5 | 2 | 2 | 1 | 4:3 | 8 | |
4. | შოტლანდია | 5 | 2 | 1 | 2 | 7:8 | 7 | |
5. | ლიტვა | 5 | 1 | 2 | 2 | 5:9 | 5 | |
6. | მალტა | 5 | 0 | 0 | 5 | 2:13 | 0 |
მომდევნო ტური - 10 ივნისი
შოტლანდია - ინგლისი
სლოვენია - მალტა
ლიტვა - სლოვენია