ფეხბურთი

20:30 | 26.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა გამოჯანმრთელდა

ტურინის „იუვენტუსისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა პაულო დიბალამ ტრავმა მოირჩინა. ამის შესახებ „ალბისელესტეს“ ტვიტერის გვერდი ოფიციალურად იუწყება. დიბალამ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით უკვე ივარჯიშა და სათამაშოდაც მზადაა.

არგენტინა მუნდიალის შესარჩევ ციკლში ბოლივიის ნაკრებს ეთამაშება. რაც შეეხება დიბალას, იგი „იუვენტუსი“ – „ჯენოას“ მატჩისას დაშავდა, როდესაც კუნთი დაიზიანა, თუმცა როგორც ივარაუდებოდა, საშიში არაფერი აღმოჩნდა.

0.120255