ანდორას ეროვნულმა ნაკრებმა 11.5-წლიანი უქულო პაუზა შეწყვიტა და საკვალიფიკაციო ეტაპზე ქულა მოიპოვა. ჯუჯა სახელმწიფოს გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერებთან შინ ფრედ 0:0 ითამაშა, არა და სტუმრები მე-16 წუთზე 10 კაცით დარჩნენ, თუმცა მასპინძლებმა საოცნებო გამარჯვებას ვერ მიაღწიეს.
ანდორამ საკვალიფიკაციო ეტაპებზე ბოლოს ქულა 2005 წელს ფინეთთან მატჩში მოიპოვა და მას შემდეგ 58 წაგება დაუგროვდა. ასევე ამ ხნის განმავლობაში გუნდმა 11 გოლი გაიტანა, საპირისპიროდ კი 192 გოლი გაუშვა. კორდო ალვარესის გუნდის მიზანი ოფიციალურ შეხვედრაში გამარჯვებაა. მართალია ანდორამ გასულ თვეში სან მარინოს ამხანაგურ შეხვედრაში სძლია, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპებზე 66 მატჩია არ მოუგია. სულ კი გუნდმა 100 შეხვედრა ჩაატარა, მოიგო ერთი, სამი ფრედ დაასრულა, 96 წააგო, გაიტანა 25 გოლი და მიიღო - 310.