ფეხბურთი

21:30 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: “ჩემი შვილი ჩემს გუნდში არასდროს ითამაშებს”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე გამორიცხავს, რომ მომავალში თავისი შვილი, ჯოვანი გაწვრთნას. როგორც “ჩოლომ” გამოცემა El Pais-ს უთხრა, ამისთვის სხვა კლუბები არსებობენ.

“ჯოვანის “ჯენოაში” ფანტასტიკური სეზონი აქვს. ადვილი არაა პირველივე სეზონში 11 გოლი გაიტანო. თუმცა, ჩემს გუნდში იგი არ ითამაშებს, რადგან ეს მისთვის დიდი მსხვერპლი იქნება. ჯოვანი მშრომელი ბიჭია და რა თქმა უნდა, შეუძლა გახდეს დიდი ფეხბურთელი, თუმცა ეს ჩემს გუნდში არ მოხდება. ამისთვის სხვა კლუბებიც არსებობენ, სადაც შეეძლება თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს”, - განაცხადა სიმეონემ.

ჯოვანი სიმეონე “რივერ პლეიტის” აღზრდილია, ევროპაში კი, გასულ ზაფხულს გადაბაგრდა. “ჯენოაში” მის ანგარიშზე ყველა ტურნირის ჩათვლით 28 თამაში და 11 გოლია.

0.123392