ფეხბურთი

18:36 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

U19: ამხანაგური, მაგრამ ფასეული გამარჯვება რუსეთთან

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე რუსეთის ამავე ასაკობრივ ნაკრებს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა და დაამარცხა კიდეც. გიორგი ყიფიანის გუნდმა ძალზე გამართული ფეხბურთი აჩვენა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

საგულისხმოა, რომ ქართველი ფეხბურთელები მთელი თამაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და ლოგიკურიც იყო, რომ მოიგეს. ეს კი არა, არც ის იქნებოდა კონტექსტიდან ამოვარდნილი, გაცილებით დიდი სხვაობით რომ დაემარცხებინათ მეტოქე. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ძალზე ლამაზი სანახავი გამოვიდა.

28-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა კუთხური ჩააწოდა, რუსებმა შეძლეს ბურთის საჯარიმოს გარეთ გამოტანა, მაგრამ მასპინძელთა შეტევა გაგრძელდა და სამსვლიანი კომბინაცია რატი არდაზიშვილის ხელსაყრელ პოზიციაში დარჩენით დასრულდა – ყიფიანის გუნდის შემტევს ბევრი არ უფიქრია და შანსი გამოიყენა. ამ გოლმა თამაშის ბედი გადაწყვიტა. რაც უნდა ამხანაგური ერქვას მატჩს, რუსეთთან თამაში მაინც სხვაა და გამარჯვებასაც სხვა შეგრძნება აქვს.

კარგი იქნება, თუ 19-წლამდელთა ნაკრები ასეთ სტილში თამაშს გააგრძელებს და მომავალშიც არაერთხელ გაგვახარებს.

საქართველო (U19) – რუსეთი (U19) 1:0 (1:0)

თბილისი, “მიხეილ მესხი 2”

საქართველო: ჩოჩიშვილი, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, ლაკვეხელიანი (კახიძე 81), საღრიშვილი (ჩოგაძე 61), არდაზიშვილი (კვანტალიანი 61), კოხრეიძე, ჩაკვეტაძე (ფოჩხუა 81), სამურკასოვი, კუცია, მალი (ნინუა 61)

მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

რუსეთი: ლომაევი (ბოგატიევი 69), ლაპშოვი (ევგენიევი 69), გოლუბოვი, ბოროდიანი, დ. უტკინი (ნ. პოაიტკოვი 69), იგნატიევი (რუდენკო 60), გრულევი (ციფპენკო 60), გლუშენკო, ვებერი (გორშკოვი 46), ნ. პოაიტკოვი (სულეიმანოვი 46), ს. უტკინი

მწვრთნელი: მიხაილ გალაკტიონოვი

გოლი: 1:0 არდაზიშვილი (28)

გაფრთხილება: სამურკასოვი (59) – გოლუბოვი (22), ს. უტკინი (54), გორშკოვი (64)

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

0.11827