ფეხბურთი

11:00 | 25.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი ბუფონი და 1000

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯანლუიჯი ბუფონმა წარმოუდგენელ ციფრს მიაღწია და პროფესიონალურ კარიერაში საიუბილეო, მეათასე შეხვედრა ჩაატარა. ჯიჯიმ ასეთი შედეგი გუშინ, ალბანეთის ნაკრებთან მატჩში დააფიქსირა (2:0).

აღსანიშნავია, რომ ბუფონი გუშინვე ტოპ ხუთი ჩემპიონატების ფეხბურთელებიდან გახდა პირველი, ვისაც ეროვნული ნაკრების რიგებში 168 თამაში ჩაუტარებია. აქამდე ბუფონი და კასილიასი იყოფდნენ 167-167 მატჩით ამ წოდებას, მაგრამ ახლა იტალიელი პირველ ადგილზე გადავიდა.

აქვე გეტყვით, ბუფონის კარიერაში 1000 მატჩი როგორ ნაწილდება: „იუვენტუსი“ – 612, „პარმა“ – 220, იტალიის ნაკრები - 168.

0.114435