სუპერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ ,,ოლიმპის“ ცენტრალური თავდამსხმელის უოლტერ პიჩბორდის ( 24.04.1992, 210 სმ) ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და შეიძლება ოცდამესამე ტურში ითამაშოს, სადაც ,,ოლიმპის“ მეტოქე ,,რუსთავი“ იქნება. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,ოლიმპის“ კაპიტანმა რეზო როგავამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ პიჩბორდმა ოცდამეორე ტურში ,,დინამოსთან“ შეხვედრის დროს მეორე ტაიმში კოჭი ამოიბრუნა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.