დღეს კალათბურთში ა ლიგის ერთი შეხვედრა შედგა, სადაც ერთმანეთს დაკარგული ქულებით სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ,,დელტა“ და თსუ-,,ჰიუნდაი“ დაუპირისპირდნენ. 65:59 გაიმარჯვა ,,დელტამ“ და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
შეხვედრა ,,დელტას“ უპირატესობით დაიწყო, რომელიც პირველი მეოთხედის შემდეგ 9 ქულით 20:11 დაწინაურდა. მეორე მეოთხედში ,,დელტამ“ შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და ქულათა იგივე სხვაობით გავიდა დიდ შესვენებაზე.
მესამე მეოთხედი თსუ-,,ჰიუნდაის“ უპირატესობით დაიწყო. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის შეგირდებმა ანგარიშში სხვაობა რამდენჯერმე შეამცირეს ერთ ქულამდე, მაგრამ წინ გასვლა ვერ მოახერხეს. მეოთხე მეოთხედში ისევ ,,დელტა“ დაეუფლა უპირატესობას და როგორც უკვე ავღნიშნეთ 65:59 შეძლო მეტოქის დამარცხება და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 21 ქულა თსუ -,, ჰიუნდაის“ უკანახაზელმა სანდრო სანაძემ დააგროვა. მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი მძიმე ფორვარდი ირაკლი ალხანაიძე იყო, რომლის ანგარიშზეც 18 ქულაა.
ა ლიგის მეორე წრის დასკვნითი, მეხუთე შეხვედრა 28 და 29 მარტს ჩატარდება.
,,დელტა“- თსუ-,,ჰიუნდაი“ 65:59 (20:11, 17:17, 10:16, 18:15)
- დელტა 9 7 2 16
- თსუ-ჰიუნდაი 9 6 3 15
- არენა-76 9 5 4 14
- წყალტუბო 9 5 4 14
- ტიტები 9 4 5 13
- სეუ 9 0 9 9