“ჩემი კარიერის ბოლო შეხვედრა? – კარგი იქნებოდა ზიდანის მსგავსად (იცინის)”, - ასე იხუმრა ჯანლუიჯი ბუფონმა, როდესაც ჰკითხეს თუ როგორ წარმოედგინა თავისი კარიერის უკანასკნელი თამაში.
თუმცა, ჯიჯიმ იქვე გააგრძელა აღნიშნული თემა და საინტერესო რამ თქვა:
“სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი დავასრულებ თუ არა, კარიერას 2018 წელს. იქამდე დიდი დროა და შესაბამისად შემიძლია მშვიდად ვიფიქრო”, - დასძინა ჯიჯიმ.
მოგეხსენებათ, აქამდე ცნობილი იყო, რომ ბუფონი 2018 წლის მუნდიალის შემდეგ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებად აპირებდა, მაგრამ თუ თავად 39 წლის კიპერის სიტყვებს გავითვალისწინებთ, არაა გამორიცხული ასე არ მოხდეს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ დღეს იტალიის ნაკრები ალბანეთს ეთამაშება, ხოლო ჯანლუიჯი ბუფონისთვის მეტად საგულისხმო მატჩია: პროფესიონალურ კარიერაში საიუბილეო, მეათასე...