“ბარსელონას” და თურქეთის ნაკრების ნახევარმცველის არდა თურანის დამატება ლონდონის “არსენალს” სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times ავრცელებს.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდი შანსია, რომ “არსენალი” მესუთ ოზილმა და ალექსის სანჩესმა დატოვონ. შესაბამისად, “მეთოფეებს” მათი ჩანაცვლება მოუწევთ და ერთ-ერთ ასეთ ვარიანტად არდას მიიჩნევენ, რომელშიც მზად არიან, რომ 25 მილიონი ფუნტი გაიღონ.
არდა წლევანდელ სეზონს მაღალ დონეზე ატარებს, თუმცა კატალონიური გრანდის ძირითად მოთამაშედ მაინც არ ითვლება. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 შეხვედრა ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.