ფეხბურთი

19:00 | 23.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპიაკოსის” სათავეში მესამედ

ბერძნულმა “ოლიმპიაკოსმა” მიმდინარე თვის დასაწყისში დათხოვნილი პაულუ ბენტუს ნაცვლად მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ტაკის ლემონისი დანიშნა. 57 წლის სპეციალისტი მშობლიურ კლუბში მუშაობას უკვე შეუდგა.

ლემონისი პირეოსელებს აქამდე ორჯერ ხელმძღვანელობდა - 2000-2002 და 2006-2008 წლებში, ფეხბურთელობისას კი 9 წლის განმავლობაში იცავდა “ოლიმპიაკოსის” ღირსებას. მწვრთნელის რანგში გუნდს ოთხჯერ მოაგებინა ჩემპიონის ტიტული, თითოჯერ - თასი და სუპერთასი.

“ოლიმპიაკოსი” საბერძნეთის ჩემპიონატს 25 ტურში მოპოვებული 54 ქულით ლიდერობს.

0.112259