მარეკ ჰამშიკი სლოვაკეთის 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. ამის შესახებ ამავე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. იტალიური “ნაპოლის” ნახევარმცველმა აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეოთხედ მოიგო.
მეორე ადგილზე გავიდა სტამბულის “ფენერბაჰჩეს” მცველი მარტინ შკრტელი, ხოლო მესამეზე “ზენიტის” ფეხბურთელი რობერტ მაკი.
მარეკ ჰამშიკს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 39 მატჩი აქვს ჩატარებული – 12 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.