ზურაბ ცისკარიძე შვედეთის უმაღლეს ლიგაში წლეულს გადასულ "ესკილსტუნაში" ითამაშებს. 30 წლის ქართველი მცველი ადრეც გამოდიოდა შვედეთში, კერძოდ, 2012-2013 წლებში "ინჩიოპინგში" გახლდათ. ცისკარიძე ჩეხეთის "ტეპლიცეში" ირიცხებოდა, თუმცა თამაში იშვიათად უწევდა.
ცისკარიძემ ორი მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში: რუმინეთთან 1:5 წაგებულ და ასევე, ესპანეთთან 1:0 მოგებულ შეხვედრებში.
"ესკილსტუნას" რაც შეეხება, 2007 წელს დაარსდა და პირველად გადავიდა უმაღლესლიგაში.