“მანჩესტერ სიტი” ლისაბონის “ბენფიკას” მეკარის ედერსონის დამატებაზე ფიქრობს – იუწყება ცნობილი პორტუგალიური გამოცემა A Bola.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ქალაქელები” მაღალი დონის მეკარის დამატებას აპირებენ, რადგან “ბარსელონადან” ნაყიდმა კლაუდიო ბრავომ არ გაამართლა და სათადარიგო კიპერად იქცა, ხოლო ვილი კაბალიეროს და ჯო ჰარტს, რომელიც ამჟამად “ტორინოშია” განათხოვრებული, ხოსეპ გვარდიოლა ნაკლებად ენდობა.
“სიტი” რამდენიმე მეკარის კანდიდატურად განიხილავს და ერთ-ერთი მათგანი, სწორედ ახალგაზრდა ბრაზილიელია.
23 წლის მეკარე “ბენფიკაში” 2015 წელს “რიუ ავედან” გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში “არწივების” კარი 32-ჯერ დაიცვა, 23 გოლი გაუშვა და 20 მშრალი შეხვედრა ჩაატარა. ედერსონს პორტუგალიურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.