კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული პირველობის მეოთხე, დასკვნითი წრე ჯერ არ დასრულებულა 20-წლამდე ვაჟ კალათბურთელთა შორის, მაგრამ უკვე გამოვლინდა ის ოთხი გუნდი, რომლებიც მედლებისათვის ბრძოლას ფლეი-ოფში გააგრძელებენ. დაკავებული ადგილების მიხედვით ეს გუნდები არიან: ,,ჰიუნდაი,’’ ,,არმია,’’ ,,ზაზა’’ და ,,რუსთავი’’. ნახევარფინალში ერთმანეთს ,,ჰიუნდაი’’-,,რუსთავი’’ და ,,არმია’’-,,ზაზა’’ დაუპირისპირდებიან.
მართალია, დარჩენილია ერთი, შესაბამისად მეხუთე- მეექვსე ადგილებზე მყოფი ,,ქუთაისი’’- ,,სოხუმის’’ შეხვედრა, მაგრამ მისი შედეგი სატურნირო მდგომარეობაზე უკვე გავლენას ვეღარ მოახდენს.
ფლეი-ოფის დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
სატურნირო მდგომარეობა 22 მარტისათვის:
ჰიუნდაი 20 19 1 1618-1214 39
არმია 20 11 9 1439- 1419 31
ზაზა 20 10 10 1338- 1308 30
რუსთავი 20 9 11 1371- 1462 29
ქუთაისი 19 7 12 1276- 1398 26
სოხუმი 19 3 16 1224- 1465 22