ფეხბურთი

18:05 | 22.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

რიო ფერდინანდი: “რებეკას გარდაცვალების შემდეგ სუიციდზე ვფიქრობდი”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი Times-თან საუბარში იხსენებს, რომ როდესაც მისი 34 წლის მეუღლე კიბოთი გარდაიცვალა, სუიციდზე ფიქრობდა.

“რებეკას გარდაცვალების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა გამეგრძელებინა თამაში, ან როგორ უნდა ამეღო ბავშვებზე პასუხისმგებლობა. მანამდე არასოდეს ყოფილა ისეთი მომენტი, რომლის დაჯერებაც ასეთი რთული და ემოციური იქნებოდა ჩემთვის. ბავშვებზეც ვფიქრობდი თუ როგორ უნდა მეთქვა, რომ მათი დედა არასოდეს დაბრუნდება. უმცროსს ყოველ ღამე ჩემთან ეძინა და მეუბნებოდა, რომ დედა ენატრება, თუმცა მას ჯერ ანალიზის უნარი არ ქონდა. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, რომელიც სუიციდზე მაფიქრებინებდა, თუმცა ეს ბავშვების გამო გადავლახე,” – თქვა ფერდინანდმა.

0.112915