ფეხბურთი

16:53 | 22.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთის ნაკრებში ერთი ცვლილებაა

სერბეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება მოხდა. ტრავმირებული ნემანია რადოიას ("სელტა") ნაცვლად, მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა საშა ლუკიჩი ("ტორინო") გამოიძახა. ორივე მათგანი ნახევარმცველია.

საშა ლუკიჩი 20 წლისაა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებში ჯერ არასოდეს უთამაშია.

შეგახსენებთ, სერბებს ორი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის გამო დააკლდებათ: მცველი ნასტასიჩი და ნახევარმცველი კატაი.

საქართველო-სერბეთის შესარჩევი მატჩი 24 მარტს 21:00 საათზე დაიწყება "დინამო არენაზე".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115213