ფეხბურთი

16:08 | 22.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამო" თურქეთის "რიზესპორს" ეთამაშება

ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო მატჩებით გამოწვეულ პაუზას, ბათუმის "დინამო" საერთაშორისო სპარინგმატჩით შეავსებს. 26 მარტს, რიზეში, დინამოელები თურქული სუპერლიგის ბინადარს "ჩაიკურ რიზესპორს" დაუპირისპირდებიან.

2015 წელს გუნდებს შორის გამართული შეხვედრა რიზელთა გამარჯვებით, 5:2 დასრულდა. ამხანაგური შეხვედრა სპორტული სააგენტოს Enda Tour-ის (წარმომადგენელი დავით ყენია) მიერ დაიგეგმა, რომელიც ამავდროულად "დინამოს" სეზონურ შეკრებებს უწევს ორგანიზებას.

0.115566