"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ფილ ჯონსმა ინგლისის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და კლუბში დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
22 წლის ფეხბურთელი ტრავმის გამო ორ სანაკრებო მატჩს გამოტოვებს. ჯერჯერობით ფილის დაზიანების სიმძიმე უცნობია. მიმდინარე სეზონში ჯონსმა "წითელი ეშმაკების" რიგებში 22 მატჩი ჩაატარა.