ფეხბურთი

22:50 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი ჩეხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მეცხრედ დაასახელეს

ლონდონის "არსენალის" მეკარე პეტერ ჩეხი ჩეხეთის 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 34 წლის მოთამაშისთვის აღნიშნული წოდება კარიერაში მეცხრეა.

საუკეთესო ფეხბურთელს ჩეხეთში მოთამაშეები, მწვრთნელები და ეროვნული ფედერაციის მაღალჩინოსნები ირჩევენ. მეორე ადგილზე "ჰერტას" ნახევარმცველი ვლადიმირ დარიდა გავიდა, ხოლო მესამეზე - "სპარტას" ყოფილი ნახევარმცველი ბორჟეკ დოჩკალი.

თეგებიპეტერ ჩეხი
0.117185