სხვა

13:52 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო ბელარუსის საერთაშორისო ჩემპიონატზე

18-19 მარტს ბელარუსის ქალაქ გროდნოში გაიმართა საერთაშორისო ჩემპიონატი ტაეკვონდოში. ტურნირში 12 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა.

45 და 51 კგ წონით კატეგორიებში ქართული ფინალი შედგა: 45 კგ წონით კატეგორიაში ზურაბ კინწურაშვილსა და საბა აბრამიშვილს შორის, სადაც ოქროს მედალი ზურაბ კინწურაშვილმა მოიპოვა, 51 კგ წონით კატეგორიაში შალვა ჩერტკოშვილსა და გიორგი გამხიტაშვილს შორის, სადაც შალვა ჩერტკოშვილმა გაიმარჯვა.

ოქროს მედლები მოიპოვეს 45, 48 და 51 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ კინწურაშვილმა, რამაზ წუწუნავამ და შალვა ჩერტკოშვილმა. მეორე ადგილი დაიკავეს 45 კგ წონით კატეგორიაში საბა აბრამიშვილმა, 51 კგ წონით კატეგორიაში გიგა გამხიტაშვილმა და 59 კგ წონით კატეგორიაში ლუკა გელდიაშვილმა. ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ნიკოლოზ სირაძე (63 კგ) სოფიო მუშკუდიანი (44 კგ) და თაკო გელდიაშვილი (49 კგ).

საქართველოს ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.170028