კალათბურთი

13:23 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულიას აკადემიამ მწვრთნელთა სტაჟირება დაიწყო

ზაზა ფაჩულიას კლათბურთის აკადემიამ, რომელიც თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარეობს, აკადემიის მწვრთნელთა სტაჟირება დაიწყო ევროპის პრესტიჟულ საკალათბურთო კლუბებში. ამის შესახებ worldsport.ge-ს აკადემიის დირექტორმა გიორგი ალავიძემ განუცხადა.

,,ჯერჯერობით სტაჟირება აკადემიის მწვრთნელებიდან დიმიტრი ჟაკობოვმა და ჟოლივეტ ტუჯანი-ტალბამ გაიარეს, რომლებიც თურქეთისა და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ ,,ეფეს პილზენში’’ იმყოფებოდნენ. როგორც ბავშვების მწვრთნელებმა, ჟაკობოვმა და ტუჯანმა სტაჟირება თურქულ კლუბშიც ბავშვებთან გაიარეს. ასევე შეხვდნენ ,,ეფეს პილზენის’’ ძირითადი გუნდის მთავარ მწვრთნელ ველიმირ პერასოვიჩს.

აკადემიის მწვრთნელთა სტაჟირება კვლავაც გაგრძელდება და ჩვენი სპეციალისტები გამოცდილებას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წამყვან გუნდებში მიიღებენ“ - გვითხრა ალავიძემ.

0.160016