ფეხბურთი

12:29 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერი “ჩიკაგოს” შეუთანხმდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი კარიერას ამერიკის საფეხბურთო ლიგაში (MLS) გააგრძელებს. როგორც Chicago Tribune იტყობინება, 32 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა შეთანხმებას მიაღწია “ჩიკაგოსთან” და ამერიკულ კლუბს უკვე მომავალ კვირაში შეუერთდება. მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი (1+1 სისტემით) გაფორმდება, შვაინშტაიგერის წლიური ანაზღაურება კი 4,5 მილიონი დოლარი იქნება.

შვაინშტაიგერმა “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ადგილი მას შემდეგ დაკარგა, რაც გუნდს სათავეში ჟოზე მოურინიო ჩაუდგა.

0.124365