კალათბურთი

10:52 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ერთპიროვნული ლიდერის ვინაობა 24 მარტს გაირკვევა

დასასრულს მიუახლოვდა კალათბურთში ა ლიგის მეორე წრე, სადაც ბოლოსწინა მეოთხე ტურის შეხვედრები ჩატარდა.

ეს ტური მის წინამორბედებზე უფრო დაძაბული გამოდგა. იმ გუნდებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომლებიც სუპერლიგის ერთადერთი საგზურისათვის იბრძვიან, გამოკვეთილმა აუტსაიდერმა სეუ-მაც კი თავი გამოიდო და პირველ გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა.

ამ ტურში სეუს მეტოქე ,,წყალტუბო’’ იყო. რაღა თქმა უნდა, ფავორიტად იმერლები ითვლებოდნენ, რადგან ამ შეხვედრამდე მათ მეტოქეს ზედიზედ რვა შეხვედრა ჰქონდა წაგებული.

იოლ გამარჯვებაში დარწმუნებულმა ,,წყალტუბომ’’ მატჩი ზედმეტი თვითდაჯერებით დაიწყო და ამის გამო კინაღამ დაისაჯა. პირველი ტაიმის შემდეგ სეუ რვა ქულის სხვაობით 38: 30 დაწინაურდა. მეორე ტაიმში ძირითადად გიორგი კუჭავას, დიმიტრი დვალიშვილისა და დმიტრი სვირიდოვის კარგი თამაშის წყალობით, იმერლებმა შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და მეტოქე 76: 70 დაამარცხეს.

გაიმარჯვეს დაკარგული ქულებით სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფმა ,,დელტამ’’ და თსუ ,,ჰიუნდაიმ’’. სამი მეოთხედის შემდეგ, მდევრის როლში მყოფმა ,,დელტამ’’ 73:63 მოუგო ,,ტიტებს’’. შეხვედრის პირველ ნახევარში მდევრის როლში მყოფმა თსუ ,,ჰიუნდაიმ,’’ მეორე ტაიმის მოგების შემდეგ 59:54 შეძლო ,,არენა 76’’-ის დამარცხება.

ა ლიგის ერთპიროვნული ლიდერის ვინაობა 24 მარტს გაირკვევა. ამ დღეს, მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის მეორე ტურიდან გადმოტანილ შეხვედრაში ერთმანეთს ,,დელტა’’ და თსუ ,,ჰიუნდაი’’ შეხვდებიან. მათ შორის გამარჯვებული ერპიროვნული ლიდერი გახდება.

სატურნირო მდგომარეობა 21 მარტისათვის

1 დელტა 8 6 2 14
2 წყალტუბო 9 5 4 14
3 თსუ ჰიუნდაი 8 6 2 14
4 არენა 76 9 5 4 14
5 ტიტები 9 4 5 13
6 სეუ 9 0 9 9
0.145543