ლონდონის “არსენალს” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ევერტონის” ნახევარმცველის როს ბარკლის შეძენა სურს – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელით რამდენიმე ძლიერი კლუბია დაინტერესებული და დიდი ალბათობით, “ევერტონს” დატოვებს. მისი შეძენის ერთ-ერთი მთავარი მსურველი კი, სწორედ “არსენალია”.
ბარკლის “ევერტონთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში 30 შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.