“ბარნლის” ცენტრალური მცველის მაიკლ კინის შეძენით “ლივერპული” დაინტერესდა – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, მერსისაიდელები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დაცვის გაძლიერებას აპირებენ და ერთ-ერთ კანდიდატურად 24 წლის ფეხბურთელს განიხილავენ.
კინის “ბარნლისთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და 10 მილიონ ფუნტადაა შეფასებული. მან მიმდინარე სეზონში 33 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.