ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ჟურნალისტებმა გააბრაზეს. “ქალაქელებისა” და “ლივერპულის” მატჩის (1:1) შემდგომ ესპანელმა საკუთარი ფეხბურთელები დაიცვა, კერძოდ, ჯონ სტოუნსი:
“ჯონ სტოუნს აქვს უფრო მეტი კვერცხები, ვიდრე თქვენ ყველას ერთად ვინც ამ ოთახში იმყოფებით და ეს ძალიან მომწონს. დღეს ბოლო დღეა, როდესაც მე თქვენთან ვსაუბრობ”, - აღშფოთდა პეპი.
გვარდიოლამ სერხიო აგუეროც დაიცვა, რომელმაც “მერსისაიდელებთან” ორი ხელსაყრელი მომენტი გააცუდა:
“მე თერთმეტი წლის განმავლობაში მხოლოდ 11 გოლი გავიტანე და აგუერომ ამ რიცხვს მიმდინარე სეზონში უკვე მიაღწია. და თქვენ, როგორ ფიქრობთ, შემიძლია ავუხსნა მას როგორ გაიტანოს გოლი?!”, - დასძინა გვარდიოლამ.