ფეხბურთი

18:35 | 20.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერბები ფრთხილობენ: ივანოვიჩი, მატიჩი...

საქართველო-სერბეთის შესარჩევ მატჩამდე რამდენიმე დღე დარჩა. 24 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება ეს შეხვედრა და 21:00 საათზე დაიწყება. სერბეთის ნაკრების ლიდერებმა, კაპიტანმა ბრანისლავ ივანოვიჩმა და ნემანია მატიჩმა ფრთხილი კომენტარები გააკეთეს.

ბრანისლავ ივანოვიჩი ("ზენიტი"): "მოვიგეთ მოლდოვაში და აუცილებლად იგივე უნდა გავაკეთოთ საქართველოში. ვიცით, რომ იოლი თამაში არ გვექნება. ვიცნობ ჩვენს ნაკრებს და არ მსურს ფავორიტობაზე საუბარი, რადგან ამან რამდენჯერმე ცუდი სამსახური გაგვიწია. რა აზრი აქვს შანსებზე საუბარს, თუ მინდორზე არ დავამტკიცებთ... ჩვენ გვექნება მომენტები და უნდა გამოვიყენოთ".

ნემანია მატიჩი ("ჩელსი"): "არასოდეს არ უნდა ითამაშო ფრეზე, ვინც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგე. უელსთან უნდა მოგვეგო, მაგრამ 1:1 დავასრულეთ. თბილისში, შესაძლოა, გადამწყვეტი მატჩი იყოს, რადგან თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს".

მწვრთნელ სლავოლიუბ მუსლინის სიაში ერთი ცვლილებაა. ანდრია პავლოვიჩის ("კოპენჰაგენი", დანია) ნაცვლად, ნიკოლა სტოილკოვიჩი ("ბრაგა”, პორტუგალია) გამოიძახეს. თავდამსხმელი თავდამსხმელით შეცვალეს.

0.11368